+995 574 20 91 45
+995 574 20 91 45
მოითხოვე ზარი

გაყიდვების ზოგადი პირობები

როგორ ხდება ღირებულების გადახდა?

თუ საქონელი ხელმისაწვდომია RHEA Vendors East-ის საწყობში, პროდუქცია გაიგზავნება თანხის სრულად წინასწარ გადახდის შემთხვევაში. თუ პროდუქცია შეკვეთა ხორციელდება ქარხნიდან, ანგარიშსწორებისთვის საჭიროა 25% გადახდა 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დანარჩენ 75% - კი მყიდველი იხდის 2 სამუშაო დღის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც მყიდველი მიიღებს შეტყობინებას შეკვეთის მიღების შესახებ ჩვენს საწყობში.

სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარებისთვის შეკვეთა

თუ პროდუქცია მარაგშია, გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს გადახდის მიღების დღეს. თუ პროდუქტი არ არის საწყობში, მიწოდება ხდება შეკვეთის განთავსებიდან  და 25% წინასწარი გადახდის მიღების მომენტიდან 8-10 კვირის განმავლობაში.

როგორ ხორციელდება მომსახურება?

ჩვენ მომხმარებლები იღებენ გარანტირებულ უფასო ტექნიკური მხარდაჭერას განუსაღვრელი ვადით. ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს კონსულტაციებს და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ გთავაზობთ სწრაფ უკუკავშირს, რათა ეფექტურად გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაციასთან, ინსტალაციასთან და განახლებასთან.

მომხმარებელთა ტრენინგი

ჩვენ გთავაზობთ უფასო ტექნიკურ ტრენინგს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ტრენინგი ტარდება ჩვენს თბილისიოფისში და საშუალოდ მოიცავს 1 დღეს. ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

აპარატების მიწოდება

მიწოდება ხორციელდება პოლონეთის საწყობიდან მომხმარებლის მიერ შერჩეული სატრანსპორტო კომპანიის მიერ, ან  დაგეხმარებით ტრანსპორტირებაში თქვენთან შეთანხმებული პირობებით.

Rheavendors-ის აპარატების გარანტია

ყველა აპარატს გააჩნია 12 თვიანი გარანტია.