+995 574 20 91 45
+995 574 20 91 45
მოითხოვე ზარი

Rheavendors ტექნოლოგიური განვითარება. დიზაინი.

Rheavendors ყოველთვის მუშაობდა მსოფლიო დონის დიზაინერებთან, უნაკლო დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შერწყმის კონცეფციის შესაბამისად.

მაგრამ ახლა ჩვენ გადავედით შემდეგ ეტაპზე და აღარ შემოვიფარგლებით მხოლოდ აპარატების დიზაინით. ჩვენი უახლესი პროექტების დახმარებით, როგორიცაა Otium, Rheavendors აფართოებს დიზაინის კონცეფციას, რომ მოიცავს სავაჭრო გარემოს — ანუ ფიზიკურ და "ადამიანურ" სივრცეს მანქანის გარშემო. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ დიზაინი სცილდება ლამაზი და ეფექტური აპარატებისშექმნას, ის ასევე მოიცავს ხარისხს და მათთან ურთიერთობის სიამოვნებას.

გადახედეთ Rheavendors დიზაინის ევოლუციას თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში.

1960 - აპარატი სახელად Bubblegum. Angelo Mangiarotti

1960 - აპარატი სახელად Bubblegum. Angelo Mangiarotti

პირველი პროდუქტი, რომელიც დააპროექტა, შექმნა და გაყიდა ახლად დაარსებულმა კომპანიამ Rheavendors company. უბრალოებისა და მარტივი მოხმარების შედევრი, რომელიც გულგრილ არავის დატოვებდა.

1962 კვადრატული ხაზი ' 62. Rheavendors დიზაინის ოფისი

1962 კვადრატული ხაზი ' 62. Rheavendors დიზაინის ოფისი

როდესაც Rheavendors დაარსდა 1960 წელს, ხალხს მხოლოდ წარმოდგენა შეეძლოთ, რომ აპარატი შეურევდა და გაყიდდა ცხელ ყავასა და სნეკებს. ამ აპარატის წარმოდგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში სრულად ავტომატიზირებული მომავლის შესახებ, მაგრამ არა მოსასვენებელ ოთახსა ან  მეტროს სადგურში. ამჟამად, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საჯარო სივრცეს სავაჭრო აპარატების გარეშე.

1970-ე410 წწ. ბრუნო მორასუტი

1970-ე410 წწ. ბრუნო მორასუტი

იმ დროს, როდესაც ჩვენი ტექნიკოსები დაკავებულები იყვნენ პირველი სავაჭრო აპარატის შიდა ტექნოლოგიების გამოგონებით, ახლად დაფქული ყავის გამოყენებით, ბრუნო მორასუტიმ შექმნა e410-ის მინიმალისტური ექსტერიერი, აღბეჭდა ეპოქის სული და ნიუ-იორკის MoMA თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დიზაინის განყოფილების ყურადღება მიიპყრო, რომელმაც იგი შეიძინა მუდმივი კოლექციისთვის.

1975 — E100. ანჯელო მანგიაროტი

1975 — E100. ანჯელო მანგიაროტი

E100 არის მსოფლიოში პირველი აპარატი, რომლის კარადა მთლიანად დამზადებულია E100 პლასტმასისგან და მინის ფანჯრისგან, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაინახონ, თუ როგორ გადადის ყავის მარცვლები საფქვავში. Rheavendors-ის მიერ. მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი სასმელების ხარისხისა და საბოლოო მომხმარებელთან "კომუნიკაციის" თვალსაზრისით.

1987-89-Moda (კონცეპტუალური ესკიზები). მიშელ დე ლუჩი, ანჯელო მიშელი

1987-89-Moda (კონცეპტუალური ესკიზები). მიშელ დე ლუჩი, ანჯელო მიშელი

Moda არის მნიშვნელოვანი ეტაპი მაღალი დონის სავაჭრო აპარატების ისტორიაში, არა მხოლოდ კარადის დიზაინის გამო, არამედ გვერდითი მოდულის ინტეგრაციისთვის, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა გადახდის სისტემების განთავსება. Moda ასევე პირველი აპარატია, რომელიც გთავაზობთ ნამდვილ, ფოთლისგან მომზადებულ  ჩაის.

1997 — XS. ლუან პიტერ ჰასნეი

1997 — XS. ლუან პიტერ ჰასნეი

თავდაპირველად Porsche-ს ავტომობილების დიზაინერი, პიტერ ბასნიმ მოდელი XS 1997 წელს შექმნა. XS -ის  კომპაქტური დიზაინი და სასმელების პროფესიონალური ხარისხი საოცარი წარმატებით სარგებლობდა იყო მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

2007 – Europa. ფრანც ბერგონცი

2007 – Europa. ფრანც ბერგონცი

Europa იყო Rheavendors-ის ბევრი უახლესი და ინოვაციური აპარატების წინამორბედი . ეს აპარატი იყო პირველი, რომელშიც იყო 2 სხვადასხვა ზომის ჭიქის დისპენსერი. კლაპნების კომპრესორული სისტემა, სასმელების გაციების სისტემა, ენერგო ეფექტური რეჟიმი და პროგრამული უზრუნველყოფა დოზირებისათვის და ასევე სასმელების პერსონალიზებული რეცეპტები.

2011 — eC. ბერნდ ბრუსინგი

2011 — eC. ბერნდ ბრუსინგი

eC აპარატის მნიშვნელობა Rheavendors-is a დიზაინის ქრონოლოგიაში ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიურ ადგილს იკავებს და თავისი ელეგანტურობით შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, როგორც უპრეცედენტო  აპარატი. მისი გამოკვეთილი ხაზები, ხელუხლებელი ზედაპირები და მარტივი ინტერფეისი დახვეწილია განათებითა და დიოდური პანელებით, რომელიც ინთება სასმელის გაცემის დროს.

2013 — HAL. სილვიო დე პონტე

2013 — HAL. სილვიო დე პონტე

პროექტი HAL (Hospitality Area Lounge), რომელიც შემუშავებულია Intel-თან თანამშრომლობით, სცილდება ტრადიციულ გაყიდვებს. HAL არის უნიკალური ვენდინგის აპარატი ვებ-ინტერფეისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეიძინონ რამოდენიმე პროდუქტი ერთი ტრანზაქციით. კეთლი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში.

2014 — Otium. მარკო გოფი

2014 — Otium. მარკო გოფი

Otium არის მარკო გოფის მიერ შექმნილი ავეჯის ინოვაციური ელემენტი, რომელიც არღვევს საზღვრებს სხვადასხვა ფუნქციებს შორის. იგი ერთდროულად არის ყავის აპარატის სადგამი, ვიტრინა საცალო ვაჭრობისათვის, თაროების სისტემა, ცალკე მდგარი შირმა, ტორშერი განათებული დიოდური ნათრებით, სათავსო და უბრალოდ ხელოვნების ბრწყინალე ნიმუში.

Otium დამზადებულია მზადდება ხისა და ჩამოსხმული ბიოპოლიმერისგან, რასაც ავსებსმინის დეტალები და უჯანგავი ფოლადის დეტალები. მისი მბრუნავი "ფრთები", რომლებიც გთავაზობთ კონფიგურაციების შეუზღუდავ სპექტრს, ელეგანტურად ეხმიანება ოტიუმის იდენტობების მრავალფეროვნებას და ასევე ასახავს Rheavendors-ის სურვილს გააფართოვოს ვაჭრობა მარტივი გაყიდვის მიღმა.

2020 — Kairos. დევიდ ლივერმორი

2020 — Kairos. დევიდ ლივერმორი

Kairos არის ფუტურისტული ყავის აპარატის დასახელება, რომელიც შექმნა Rheavendors Group-მა ცნობილ რეჟიოსთან დავი ლივერმორმთან ერთად კომპანიის 60 წლის იუბილეს საპატივცემულოდ.

 

ეს არის ლიმიტირებული გამოშვების აპარატი, რომელიც გარდაქმნის ყავის მირთმევის კონცეფციას, რომლის მიერ მომზადებული ყავა მომენტს დაუვიწყარს ქმნის. კაიროსის უნიკალურობა არის ის, რომ იგი აღჭურვილია დიდი, 49 დიუმინაი ეკრანით. აპარატი საშუალებას იძლევა უკონტაქტო ტექნოლოგიის გამოყენებით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სასმელი და შემდგომი 32 წამი დატკბეთ უალამაზეი გამოსახულებებითა და დასამახსოვრებელი ხმით, სანამ მომზადდება თქვენი სასმელი.

32 წამიანი მომენტი ხდება შანსი ხელახლა დაუკავშირდეთ საკუთარ თავს მრავალსენსორული მოგზაურობისა და ფინჯანი კარგი ყავის საშუალებით.