+995 574 20 91 45
+995 574 20 91 45
მოითხოვე ზარი

RHEAVENDORS ბრენდის ისტორია

კომპანია დაარსდა 1960 წელს და არის პირველი იტალიური ვენდინგის აპარატების მწარმოებელი.

1960-იანი წლები

საღეჭი რეზინებისათვის განკუთვნილი აპარატი

საღეჭი რეზინის გაყიდვებისათვის განკუთვნილი პირველი აპარატი წარმოებული იყო Aldo და Juliana Mayer foundry-ს მიერ, რომელიც აწარმოებდა ჩამოსხმული ცილინდრის თავებს Alfa Romeo მანქანებისთვის, პედლებს ლეგენდარული Vespa-კუტერისათვის და ნაწილებს Olivetti-ის საბეჭდი მანქანებისთვის.

ალდო მეიერმა შექმნა აპარატის პროტოტიპი, რომელიც ეფუძნებოდა მისი მეგობრის, ანელო მანგიაროტის ესკიზს, ახალგაზრდა არქიტექტორს, რომელიც მალე გახდა იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიული დიზაინერი. ამ თანამშრომლობის შედეგი იყო მექანიკური შედევრი, იტალიური სამოციანი წლების ქმნილება – ნათელი წითელი სავაჭრო მანქანა შუშის კონტეინერით ბურთის ფორმის საღეჭი რეზინებისთვის.

ასე დაიბადა Rheavendors. 1962 წლისთვის ის იყო პირველი იტალიური მწარმოებელი კომპანია, რომელმაც შესთავაზა სხვადასხვა სახის აპარატები ცივი სასმელების, ცხელი ხსნადი სასმელებისა და სნაიკებისთვის.

1970-იანი წლები

პირველი ყავის აპარატები

Rheavendors-ის პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა და ფოკუსირებული იყო ექსკლუზიურ დიზაინზე, ინოვაციებსა და საიმედოობაზე, რამაც განსაზღვრა კომპანიის თავდაპირველი წარმატება.

ავტომატური საცალო ვაჭრობის კონცეფცია სწრაფად ცვალებად ცხოვრებაში გაჩნდა, რომლის მზარდი ტემპი მოითხოვდა ყავის შესვენებების უფრო მეტ ეფექტურობასა და სიხშირეს. სწრაფად მზარდმა კომპანია Rheavendors-მა შემოგვთავაზა ახალი გამოსავალი: ყავის აპარატები, რომლებიც შექმნილია ოფისებისთვის, მშვენივრად გამოიყურება, მარტივი ფუნქციონალით  და შედეგად წარმოადგინა თავისი პირველი ესპრესოს ყავის აპარატი ჩაშენებული ყავის საფქვავით. ელეგანტური E 410 ყავის აპარატი, რომელიც დიზაინერმა ბრუნო მორასუტიმ შექმნა, ნიუ-იორკის MoMA თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დაიკავა ადგილი.

საუბრები ფინჯან ყავის თანხლებით პოპულარულ საოფისე რიტუალად იქცა.

1980-იანი წლები

ავტომატური საცალო ვაჭრობის განვითარება

ტექნოლოგიური პროგრესი არ იდგა ადგილზე და ყველა ახალი ტიპის სავაჭრო აპარატის მოხმარების ტენდენცია იზრდებოდა. Rheavendors - მა განაგრძო განვითარება, ისევე როგორც იტალიური ყავის კულტურა და იყო პირველი, ვინც შემოიღო "ყავის კოქტეილების" კონცეფცია, როგორიცაა MoccaCino® და Latte macchiato.

სასმელების საოცარი და თამამი არჩევანი გახდა კომპანიის სახე და ნაწილობრივ მის წყალობით Rheavendors-მა დაიპყრო გლობალური ბაზარი.

1990-იანი წლები

უჩვეულო დიზაინის ტრადიცია

მომდევნო ათწლეულებში Rheavendors-მა განაგრძო თანამშრომლობა მსოფლიო დონის დიზაინერებთან, ცდილობდა შეერწყა უნაკლო დიზაინი და უახლესი ტექნოლოგია. კომპანიამ მის პარტიორებსა და მომხმარებლებს შესთავაზა აპარატების შეფასება მათი ვიზუალით, რაც დაეხმარა შეექმნა ელეგანტურ დიზაინთან ერთად - შიდა ტექნოლოგიების ინტელექტი და პროდუქციის იდეალური ხარისხი.

ეს მიდგომა, რომელიც უნიკალურია ვაჭრობის სამყაროში, ყოველთვის განსაზღვრავდა კომპანიის ისტორიას.

ჩვენ ვმუშაობთ საუკეთესო დიზაინერებთან მთელი მსოფლიოდან. სია შთამბეჭდავია:

Michele De Lucci, Angelo Michele, Massimo Yosa Ghini, Ferruccio Laviani, Angelomangiarotti, Bruno Morassuti, Franz Bergonzi, Well Design და Luan Peter Hasnay.

2000-იანი წლები

მთელი ყურადღება მომავალში

მდგრადი განვითარება ნიშნავს ეთიკურ ქცევას აწმყოში, რათა პასუხისმგებლობით უზრუნველყოს მომავალი.

ევროკავშირის გარემოს დაცვის სტანდარტების სრული გათვალისწინება ამ მიდგომის მხოლოდ ერთი ასპექტია. 2008 წელს Rheavendors Group-მა შეიმუშავა სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტები, რომელიც ნათლად აჩვენებდა კომპანიაში უკვე არსებულ პოლიტიკას.

ამ განცხადებით, Rheavendors Group-მა ვალდებულება აიღო შეასრულოს შრომის საერთაშორისო სტანდარტები, სამუშაო გარანტიები, შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო და დასაქმებულებს მისცეს ღირსეული ხელფასის უფლება, ამ სტანდარტების უწყვეტი გაუმჯობესებისკენ სწრაფვა.

ჩვენი ვალდებულება გარემოზე ზემოქმედების შემცირების შესახებ მოიცავს წარმოების პროცესის მთელ ჯაჭვს, წარმოებიდან - უტილიზაციამდე:

უფრო ენერგოეფექტური მანქანების შემუშავებით;

წარმოების პროცესების გარემოზე ზემოქმედების კონტროლისა და მინიმუმამდე დაყვანის გზით;

მასალებისა და რესურსების შერჩევით, რომელთა ხელახლა გამოყენება შესაძლებელია;

ჩვენი მანქანების წონისა და ზომის შემცირებით, შეფუთვის ოპტიმიზაციით, რაც აისახება ტრანსპორტირებაზეც

2010-იანი წლები

მომავალი უკვე დადგა

Rheavendors ყოველთვის უსწრებს დროს. ჩვენი ხედვისა და უნიკალური გამოცდილების წყალობით, ჩვენ განვსაზღვრავთ კურსს. ახალი ათასწლეულის დასაწყისში, Rheavendors-ის აპარატების ასორტიმენტს რესტაილინგი ჩაუტარდა. ამასთან, ჩვენ კვლავ გავამახვილეთ ყურადღება ჩვენს ძირითად პრინციპებზე: გამოყენების სიმარტივე, ექსკლუზიური დიზაინი, მაღალი ხარისხის პროდუქცია, მარტივი ინსტალაცია და მოვლა.

ხვალინდელი დღე ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დგას, რომელსაც ჩვენი ტექნოლოგიები უმკლავდება. მომავლის აპარატები შეესაბამება თანამედროვე ცხოვრებას, ისინი კიდევ უფრო საიმედო და ეფექტურია. მაგალითად, გადახდის მეთოდი შეიძლება მორგებული იყოს სურვილისამებრ შემდეგზე: მონეტები, ქაღალდის ფული, ბარათები, თითის ანაბეჭდები და სახის ამოცნობაც კი. ყველაფერი შესაძლებელია!

ჩვენ ბაზარზე წარვადგინეთ Rheavendors-ის სავაჭრო აპარატების ახალი თაობა, Luce X2 Touch სენსორული ეკრანით და ჩვენი ახალი Luce Zero.

2020-იანი წლები

შეხედეთ ხვალინდელ დღეს

წარსული მომავლის საფუძველია. დღეს ჩვენ უკან გვაქვს 60 წლიანი ისტორია და წარმატება, რომელიც ხვალ დაიმკვიდრებს ადგილს. Rheavendors აღნიშნავს თავის 60 წლის იუბილეს Kairos-ით, დევიდ ლივერმორის მიერ შექმნილი ექსკლუზიური აპარატით.

კაიროსი ძველი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს "შესაფერის ან სასიკეთო მომენტს". რადგან ჩვენთვის ყავის მომენტი ცხოვრების ხელოვნებაა.