VARIFLEX® — მოდუღების მოდული დაფქული ყავის 8-15 გრ. დიაპაზონში
- Vari flex® საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ სასმელები სურვილისამებრ წინასწარ განსაზღვრული ყავის მარცვლის გამოყენებით: 8-დან 15 გ-მდე დიაპაზონში. მოდუღბის მოდული ავტომატურად ადაპტირდება დაფქული მარცვლის რაოდენობაზე, რათა უზრუნველყოს საუკეთესო ყავის მოდუღების ხარისხი.
- Variflex® - ით შესაძლებელია დიდი მოცულობის სასმელების ან ორმაგი ესპრესოს მომზადება (მაგალითად, 14 გრ ყავის მარცვალი და 50 მლ წყალი)
- Variflex®-ს აქვს "Preinfusion" ტაბლეტის წინასწარ დასველების ფუნქცია, რაც ხელს უწყობს მეტი ეთერზეთების გამოყოფას, ყავის მარცვლების გემოსა და არომატის გამომჟღავნებას.
- Varioflex® -ის გაცხელების სისტემა საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ცხელი ყავა პირველივე ჭიქიდან.
Variflex-ის შესაძლებელია აღიჭურვოს მაგიდის ყავის აპარატები, როგორიცაა eC Professional, XS Grande Professional, XS Grande Professional VHO, Doppio და ასევე პრემიუმ laRhea ყავის აპარატების ყველა ხაზი.
და სავაჭრო აპარატების სრულ ხაზში, როგორიცაა Caffee Europa Professional, Luce X2 Professional, Luce X2 Professional Premium, Luce X2 Professional Touch TV, Luce Zero.0, Luce Zero.1, Luce Zero.2, Luce Zero.Premium, Luce Zero.Touch TV
VARITHERM® - არის ინდუქციური წყლის გამაცხელებელი.
- Varitherm® - ის საშუალებით თქვენ გეძლევათ საშუალება დააყენოთ წყლის განსხვავებული ტემპერატურა ერთი სარქვლიდან თითოეული სასმელისთვის. ეს საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი იდეალურ ტემპერატურაზე. მაგალითად, სამფენიანი რძიანი სასმელისთვის შეგიძლიათ დააყენოთ 3 განსხვავებული ტემპერატურა რძისთვის: რძის ქვედა ფენისთვის, რძის ზედა ფენისთვის და ყავისთვის.
- Varitherm® დაზოგავს ენერგიას 90% - მდე ლოდინის რეჟიმში, ხოლო 67,7% - მდე მოწყობილობის მუშაობის რეჟიმში.
2016 წელს Varitherm® — მა გერმანიაში გამართულ „EuVend“-ის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
Varitherm® ხელმისაწვდომია ყავის აპარატების Variplus ხაზში და სავაჭრო აპარატების Luce Zero ხაზში.
VARIGRIND® - არის ელექტრონული და ავტომატურად რეგულირებადი ყავის საფქვავი ყავის მარცვლის ცვლადი დაფქვის ფუქნციით, თქვენი სურვილიდან გამომდინარე.
- Varigrind® არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
- Varigrind® არ არის საჭირო ყოველ ჯერზე ყავის საფქვავის დარეგულირება, რადგან ის ავტომატურად ადაპტირდება იმ პარამეტრებზე, რომლებიც ერთხელ დააყენეთ.
- Varigrind® - ით შესაძლებელია ყავის დაფქვის 3 სხვადასხვა დონის დაყენება ინდივიდიუალურად, ყოველი სახეობის ყავისთვის. მაგალითად, ესპრესოსთვის - წმინდა დაფქვა, კაპუჩინოსთვის — საშუალო, ამერიკანოსთვის To-go უფრო მსხვილი.
2016 წელს Varigrind® - მა გერმანიაში გამართულ "EuVend" -ის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
Varigrind® ხელმისაწვდომია LaRhea Variplus ყავის აპარატებში და Luce Zero სავაჭრო აპარატებში.
FLEXSPIR® არის დაპატენტებული სისტემა კონტეინერების სიგანის რეგულირებისთვის.
- Flexspir® არის ინოვაციური სათავსოების რეგულირების სისტემა, რომელიც დაპატენტებულია Rheavendors-ის მიერ.
- Flexspir მოძრავი სპირალის რეგულირებადი ფუნქცია 3 მმ-მდე.
- Flexspir® რეგულირება არ საჭიროებს ინსტრუმენტებს.
Flexspir® სისტემის საშუალებით, ახლა შესაძლებელია უჯრების სიგანის შეცვლა სპირალებისა და ტიხრების ნებისმიერ ზომაზე გადაადგილებით, რის შედეგადაც ვენდიგნის აპარატი ზუსტად მოერგება თქვენს საჭიროებებს.
აღნიშნული სისტემა ხელმისაწვდომია სტანდარტულად Flexspir® მოდელებში და ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას: Luce ZeroStack, Luce X Snack, Air Snack და სხვა სნექების აპარატებში.
ვიდეო ინსტრუქციები აპარატების შესაძებ ხელმისაწვდომია აქ.