პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები

ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიებთან, ასევე 200-ზე მეტ საბროკერო კომპანიასა და ბროკერთან. დაარსებიდან მოკლე დროში, კომპანია უკვე მოემსახურა 10 000–მდე კლიენტს, მათ შორის ფიზიკურ პირებს, მცირე და საშუალო ბიზნეს, მსხვილ კორპორაციებს და უცხოურ კომპანიებს.

არდი ჯგუფი

არდი ჯგუფი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი სადაზღვევო კომპანია საქართველოში. არდი ჯგუფი დღეისათვის უკვე ემსახურება 40,000-მდე კორპორაციულ კლიენტს და 400-მდე ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2004 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მის ფიუნქციას მხოლოდ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოადგენდა.

ალიანს ჯგუფი ლიზინგი

სს “ალიანს ჯგუფი ლიზინგი” (“AGL”) დაარსდა 2006 წლის იანვარში. “AGL” იყო ერთ–ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სალიზინგო მომსახურებას სთავაზობდა.

თიბისი ლიზინგი

სს “თიბისი ლიზინგი” დაფუძნდა 2003 წელს. 600-მდე კლიენტითა და მათთან გაფორმებული 1500-ზე მეტი მოქმედი ხელშეკრულებით, კომპანია დღეისათვის ლიდერია ბაზარზე 69%-იანი წილით და მართავს 102 მლნ. ლარის პორტფელს.

Unison

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი

GPI Holding - ჯიპიაი ჰოლდინგი

ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და გავითარება. ამ მიმართულებას “ჯიპიაი ჰოლდინგი” დღესაც აქტიურად ავითარებს. “ჯიპიაი ჰოლდინგი” საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სფეროში

Aldagi - ალდაგი

1990 წელს საქართველოს მოწყალებისა და ჯანმრთელობის ფონდთან შეიქმნა სადაზღვევო სამედიცინო ფირმა ალდაგი, პირველი ორგანიზაცია, რომელიც სადაზღვევო სამედიცინო ფირმა ალდაგმა დააზღვია იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები, რომლის პერსონალიც 5000 ადამიანს აერთიანებდა.

Pasha Bank - პაშა ბანკი

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს.

სამშენებლო საინვესტიციო კომპანია

სამშენებლო–დეველოპერული ჯგუფი “ბი-აი-სი” დაფუძნებულია 2008 წელს. ის ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კომპანიებია და მათი დამფუძნებლები არიან ქართველი და ისრაელელი ბიზნესმენები. კომპანია წლების განმავლობაში ეწევა სხვადასხვა სახის სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობას.

GML International

GML International Limited is a private investment banking firm, formed in London in 1983 to specialise in international financial engineering and merchant banking, primarily in emerging and transition countries.

iş bank

იშბანკი 2012 წელს დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა სს იშბანკი საქართველო, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი.