ჩვენ შესახებ

Rhea

საერთაშორისო საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფის – ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის წევრი კომპანია

„რეა“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალ–კვალიფიციურ სერვისებს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით

ქონების შეფასების და მართვის კომპანია რეა დაარსდა 2011 წელს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის უძრავი და მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტების ქონების ზუსტი, ხარისხიანი და სწრაფი შეფასება. საშემფასებლო სერვისების უმაღლესი სტანდარტით შესრულებას განსაზღვრავს რეას მრავალწლიანი გამოცდილება ქონების მართვისა და შეფასების სფეროში და სერთიფიცირებული შემფასებლების გუნდი რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ყველა რეგიონში. რეას დამფუძნებელია სს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”, რომელიც 2005 წელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ დაარსდა. “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მართავს დივერსიფიცირებულ კომპანიებს საფინანსო, საინვესტიციო, საკონსულტაციო, ბიზნეს ინფორმაციის, სალიზინგო, ქონების შეფასებისა და მართვის, განათლების და ენერგეტიკის სფეროში.

ჩვენი სერვისები


უძრავი ქონების შეფასება

გაიგეთ თქვენი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მიიღეთ ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების დასკვნა.

მოძრავი ქონების შეფასება

გაიგეთ თქვენი მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და მიიღეთ ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების დასკვნა.

ბიზნესის პროექტების შეფასება

რეას პროფესიონალი საშემფასებლო და საინვესტიციო გუნდი დაგეხმარებათ დაადგინოთ თქვენი ბიზნესის, ბიზნესის წილის და საინვესტიციო პროექტების საბაზრო ღირებულება.

ხშირად დასმული შეკითხვები

Q: რატომ რეა?
A:

  • უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების 7 წლიანი გამოცდილება
  • განხორციელებული 10,000-ზე მეტი შეფასება
  • სერტიფიცირებული და გამოცდილი შემფასებლების გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით
  • შეფასების სისწრაფე და სიზუსტე;
  • პასუხისმგებელი ქონების შეფასების მაღალ ხარისხზე;
  • შეფასების საერთაშორისო სტანდარტების და ეთიკის დაცვა.
  • საერთაშორისო საფინანსო და საკონსულაციო კომპანია ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2011 წლიდან
Q: რას ვაფასებთ?
  A:  რეაში შეაფასებთ ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებას

  • საცხოვრებელი ფართი (ბინა, სახლი, აგარაკი)
  • კომერციული ფართი
  • მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო)
  • დაუმთავრებელი მშენებლობა

რეაში შეაფასებთ ნებისმიერი ტიპის მოძრავ ქონებას

  • სატრანსპორტო საშუალებები
  • მანქანა-დანადგარები და აპარატურა
  • გემები, ნავები და მოცურავე კონსტრუქციები
  • სხვა სახის მოძრავი აქტივები
Q: როდის გჭირდებათ უძრავი ქონების შეფასება?
A: 

  • ყიდვა-გაყიდვისას
  • დაზღვევისათვის
  • კრედიტის/ იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად
  • მემკვიდრეობის გადაფორმებისას
  • სასამართლოში ქონებრივი დავების გადასაწყვეტად
  • საწარმოს კაპიტალში შეტანის/ამოღების დროს
  • საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად
  • ქონების საუკეთესო გამოყენების დასადგენად
  • მემკვიდრეობით, ჩუქებით გადაცემის, გაყოფის შემთხვევაში
  • ფინანსურ ანგარიშგებაში სწორად ასახვის მიზნით
  • საგადასახადო მიზნებისათვის
  • საკუთარი ქონების ფასის დასადგენად
Q: როდის გჭირდებათ მოძრავი ქონების შეფასება?
A: 

  • ყიდვა-გაყიდვისას
  • დაზღვევისათვის
  • გადაფასებისთვის
  • კრედიტის/ სესხის უზრუნველსაყოფად
  • იჯარით/ ლიზინგით გასაცემად/ მისაღებად
  • მემკვიდრეობის გადაფორმებისას
  • სასამართლოში ქონებრივი დავების გადასაწყვეტად
  • საწარმოს კაპიტალში შეტანის/ამოღების დროს
  • ორგანიზაციის ბალანსზე ასაყვანად
  • ლიკვიდაცია ან უტილიზაცია, მისი შემდგომი გამოუყენებლობის გამო
  • მემკვიდრეობით, ჩუქებით გადაცემის, გაყოფის შემთხვევაში
  • ფინანსურ ანგარიშგებაში სწორად ასახვის მიზნით
  • საგადასახადო მიზნებისათვის
  • საკუთარი ქონების ფასის დასადგენად
Q: როგორ დაგეხმარებათ რეა სწორად აღრიცხოთ აქტივები ფინანსურ ანგარიშგებაში და შეამციროთ საგადასახადო რისკები?
A:  კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ქართულ კომპანიებს, როგორც მსხვილ ისე პატარა და საშუალო ზომის საწარმოებს, ავალდებულებს ფინანსური აღრიცხვა აწარმოონ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედით და ასევე სავალდებულია ანგარიშგების საჯაროდ წარდგება. აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიებმა თავიანთ ფინანსურ ანგარიშგებაში სამართლიანი ღირებულებით უნდა აღრიცხონ ქონება. იმისათვის რომ კომპანიამ თავიდან აიცილოს რისკები და უზრუნველყოს ბალანსზე არსებული ქონების სამართლიანი ღირებულებით აღრიცხვა, რეკომენდირებულია დამოუკიდებელი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ქონების შეფასება. ქონების შეფასების და მართვის კომპანია რეა გთავაზობთ როგორც უძრავი ასევე მოძრავი ქონების შეფასებას და აქტივის სამართლიანი ღირებულების დადგენას საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების სრული დაცვით. როდესაც თქვენს კომპანიას მიღებული აქვს დამოუკიდებელი სერთიფიცირებული შემფასებლის დასკვნა თქვენი ქონებრივი აქტივის ღირებულების შესახებ, არსებობს ნაკლები რისკი რომ საგადასახადომ განმეორებით მოახდინოს თქვენი ქონების შეფასება ქონების გადასახადის მიზნებისთვის თავიანთი შემფასებლის მიერ.