"რეას" თანამშრომელი აპოლონ კუკავა "RICS"–ის სერთიფიკატის მფლობელი გახდა

Royal Institution of Chartered Surveyors იგივე “RICS” არის პროფესიული ორგანო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიწის, ქონების და სამშენებლო სექტორებში პროფესიონალებს ანიჭებს აკრედიტაციას. კომპანია დაარსდა 1868 წელს და 2015 წლის მონაცემებით 120 000 წევრი ჰყავს. 

მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა თანამშრომელმა, შემფასებელმა და თარჯიმანმა, აპოლონ კუკავამ წარმატებით დაასრულა “RICS”–ის ერთ–ერთი კურსი სახელწოდებით: “Construction Technology and Environmental services Competency Masterclass,” რის შემდეგადაც მას სერთიფიკატი მიენიჭა. 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ “Rhea” თითოეული თანამშრომელი მუდამ განვითარებისაკენ მიისწრაფვის და “AGP”-ც თავის მხრივ მათ ყოველთვის გვერდში უდგას. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *