"რეას" არდი ჯგუფის სახით ახალი პარტნიორი ჰყავს

"რეას" არდი ჯგუფის სახით ახალი პარტნიორი ჰყავს

სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი ახალი ბრენდია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ისტორია 2010 წლიდან იწყება. ინოვაციურობისა და მაღალაქტიურობის შედეგად კომპანიამ შეიძინა ყველაზე სწრაფად განვითარებული სადაზღვევო კომპანიის სტატუსი. 

2010 წლიდან სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის ყოველწლიური აუდიტორული შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO–ს მიერ, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის ნდობას და გამჭვირვალობას პარტნიორებს შორის.


დაარსების დღიდან კომპანიის სათავეში დგას მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილების მქონე მმართველი გუნდი, რაც კომპანიის დინამიკური და წარმატებული განვითარების კიდევ ერთი წინაპირობაა.

რეასა და არდი ჯგუფს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება 2017 წლის აპრილში გაფორმდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *